ცნობები ჩვენი გადაგვარება-გაქრობის შესახებ მართლაც რომ გადაჭარბებულია – დავით თევზაძე

ივლისი 19, 23:16
0
1157
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში წერს:
„16-19 ივლისი. კობას ვახლდი კობალაძეს ახალციხის მუნიციპალიტეტში ვეტერანებთან შეხვედრებზე. ვიყავით თავად ახალციხეში, ადიგენში, ახალქალაქში, ნონოწმინდაში და ბორჯომში. უკანა გზაზე გრაკლიანის ექსპედიცია მოვინახულეთ, სადაც არაჩვეულებრივი მასპინძლობა ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ჩემი ყმაწვილკაცობის მეგობარმა ვახტანგ ლიჩელმა და მისმა სტუდენტებმა გაგვიწიეს. ხოდა, რისი თქმა მინდა: ვნახე ხარისხიანი საქართველო და უამრავი ხარსხიანი ქართველი. ასე რომ ცნობები ჩვენი გადაგვარება-გაქრობის შესახებ მართლაც რომ გადაჭარბებულია. არსადაც არ წავალთ და არც არასოდეს გავქრებით, არამედ ვიქნებით მუდმივად, როგორც ეს ღმერთს, როგორცა ჩანს, მართლაც რომ სურს…. არ გეწყინოთ…“