წლის ბოლოსთვის არცერთი ყვითელი ავტობუსი და მიკროავტობუსი თბილისში აღარ იმოძრავებს – კალაძე

ივნისი 2, 12:13
0
90

“წლის ბოლოსთვის არცერთი ყვითელი ავტობუსი და მიკროავტობუსი თბილისში აღარ იმოძრავებს”, –  განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა.

“ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი და უმთავრესი გახლავთ ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე კომფორტული, ყველაზე მოწესრიგებული. ასი ათასობით მგზავრი გადაჰყავს ტრანსპორტს ყოველდღიურად და შესაბამისად, შეფერხება არ უნდა ჰქონდეს.

ავტობუსების განახლება კარგად მიმდინარეობს. წლის ბოლოსთვის საერთოდ არც ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში, ეს ეხება როგორც ავტობუსს, ასევე მიკროავტობუსებს. თუმცა, მხოლოდ ავტობუსების ჩანაცვლებით ჩვენ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, აუცილებლად შესაცვლელია რეფორმის ყველა დეტალი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით, რომელიც უკვე 30 წელია პრობლემაა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი მოწესრიგდება და იქნება ისეთ დონეზე, როგორც ყველა განვითარებულ ევროპულ დედაქალაქებშია…”,-განაცხადა კალაძემ.