ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირები მის გვერდით არ არიან, ეს ვინმეს ნორმალური გონია? – გიორგი ბარამიძე

ივლისი 20, 14:19
0
101
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტის საოკუპაციო ხაზთან მისვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ზელენსკის გვერდით აუცილებლად იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერ- მინისტრი.
„როგორ წარმოგვიდგენია, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში პირველად ჩამოვიდა, ოკუპაციის ხაზის მოსანახულებლად გაემგზავრებოდა და მიშა ან მინიმუმ პრემიერ მინისტრი, მის გვერდით, ამ მომენტში, არ იქნებოდა?
ჩვენი უმთავრესი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენს უბედურებას ტირის, საერთო პრობლემას ასე ვაჟკაცურად, სიმბოლურად აპროტესტებს და ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირები მის გვერდით არ არიან, ეს ვინმეს საღ აზრზე მყოფს, ნორმალური გონია?
აქაც კარგად გამოჩნდა, თუ ვინ არიან ეს უგვანო და სამარცხვინო, პუტინის მონები,“- წერს ბარამიძე.
ცნობისათვის,უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ, საქართველოში ჩამოსვლისთანავე ენგურის ხიდისაკენ გაემგზავრა  და საოკუპაციო ხაზი მოინახულა.