„ჩვენი მშობლები მაშინ გაგხსენებოდა, სანამ რუსის ჯარის შემომყვანი ნუგზარ ფოფხაძის “კლასტერში” ამოყოფდი თავს!“ – ჩარკვიანის პასუხი ამირეჯიბს

სექტემბერი 11, 22:15
0
1294

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სამოქალაქო აქტივისტ ლაშა ამირეჯიბს პასუხობს:

„ლაშა ამირეჯიბს!

ძვირფასო! ჯანსუღის ხსოვნას, რომ ვცემ პატივს, სწორედ იმიტომ არ მინდა ჩემი სამშობლო “სეთურის სოფლად” იქცეს და ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთი დევნის გავასამართლებინოთ იმ მახინჯ სასამართლოს, რომლის კლანურ მმართველობაზე ყველა, ჩვენი (დასავლეთის) პარტნიორი საუბრობს. კოალიციური მთავრობა რეფორმირებული სამართლებრივი სისტემით სჭირდება ამ ქვეყანას და ყველას საქმე – ქეისი ამოალაგონ მერე კი ბატონო, ეს მახინჯი სამართლებრივი სისტემა -30 წლიანი უბედურებაა საქართველოსთვის დიდი ხანია, ეს შენ იგრძენი ყოფილი ხელისუფლების დროს სისტემის სამახინჯე, მე კი უფრო ადრე ძვირფასო, აი მაშინ “შეიარაღებული ფორმირება” სახლში რომ უვარდებოდა ჩემს მეუღლეს ბიზნესის დაუფლების მიზნით და შედეგად მრავალჯერ რომ დაჭრეს და ოპერაციები დასჭირდა, მხოლოდ იმიტომ რომ კაცურად დაუხვდა ნაძირლებს და კიდევ მაშინ ორი მცირეწლოვანი 2002 წელს ( მამუკას ბიჭი და ჩემი შვილი) ტროტილიან მანქანაში რომ ჩასვეს, ბავშვები სკოლასთან დატოვეს და მძღოლიანად ჰაერში აწიეს მანქანა, რაღაც არ მახსენდება შენი “წერილი-უსტარი” მაშინ.

ეს მახინჯი მართლმსაჯულების სისტემა, ყველა ხელისუფლების დროს პრობლემა იყო – ყოველთვის და იმიტომაც ვიყავი ოპოზიციაში ,ყოფილი ხელისუფლების დროს, მე კარგიც მახსოვს და ცუდიც! არაფერი მავიწყდება! და კიდევ: პარალელურად მახინჯი სამართლებრივი სისტემისა ყოფილი ხელისუფლების დროს, სახელმწიფო მქონდა მაშინ და ახლა სახელმწიფო აღარ მაქვს!

ასეთი საქართველო-რუსეთის-პუტინის ორბიტაზე დასაბრუნებლად გამზადებული ,ჩვენს მშობლებს რომ ენახათ, ჭაბუას – დათა თუთაშხიას დამწერს და ჯანსუღს – თავისუფლების ჰიმნის შემქმნელს, ალბათ გული გაუსკდებოდათ! მუხლზე დაჩოქილი საქართველო, მშიერი ბავშვებით და მოხუცებით, დაქცეული, 86 კაცი რომ გვიკვდება დღეში და ამის მიზეზი კორუფციაში ჩაფლული, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაა და მაძღარი მომპარავი ჩინოვიკები!

დამოუკიდებლობის დაცვა თუ მოგვიწევდა ქართველებს სამარცხვინოდ 21-ე საუკუნეში, ამას როგორ წამოვიდგენდი!

მე განვითარებული ძლიერი საქართველო მინდა რეფორმირებული სამართლებრივი სისტემით!

მე ჯანსუღის და ჭაბუას ხსოვნას პატივს რომ ვცემ, იმიტომ ვიბრძვი რომ ოლიგარქის გადასაბარებელი არ გახდეს ჩვენი ქვეყანა რუსეთზე!

პ.ს. შენ კი ჩემო ლაშა, ჩვენი მშობლები მაშინ გაიხსენე – გაგხსენებოდა, სანამ 8 აპრილს რუსის ჯარის შემომყვანი ნუგზარ ფოფხაძის “კლასტერში” ამოყოფდი თავს ძვირფასო!

ასევე სიყვარულით გწერ, უფრო ზუსტად გპასუხობ ძვირფასო!

“შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც, ჩვენი ძმობის სიწმინდე სჯობია”…“

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მშვიდობიანად დასაბრუნებლად დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა, ლაშა ამირეჯიბმა სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა: „ქალბატონო თამარ! რაღაცა ფორმით შესაძლოა დავეთანხმო თქვენს სურვილს მიშა სააკას ჩამოყვანის საკითხში, მაგრამ თქვენ რატომღაც გავიწყდებათ ის გამწარებული 365.000. კაცი, რომლებმაც საკაშვილის რეჟიმის დროს პოლიციის საკნიდან გლდანის ციხის საკნის გავლით დაამთავრეს ქართული ციხე-ბანაკების ეპოპეა!

გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი აწამეს, დაასახიჩრეს, სიციცხლე მოუსპეს და რამდენი უდანაშაულო ადამიანი ინვალიდად აქციეს… ეს 365.000 კაცი, სულ ცოტა ორზე მაინც უნდა გაამრავლოთ და მიიღებთ სადღაც 700.000 კაცზე მეტს… მერე იმაზეც უნდა დაფიქრდეთ, რომ შესაძლოა ეს 700.000 კაცი ქუჩაში გამოვიდეს და აეროპორტებისა თუ საზღვრებისაკენ გაეშურონ. აქ ელემენტარული მათემატიკა უნდა მოიხმაროთ და მიხვდებით, რომ თქვენი წამოწყება უტოპიაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რამხელა საშიშროებას შეიცავს ჩვენი საზოგადოებისთვის.

და ბოლოს თქვენ დარწმუნებული ბრძანებით, რომ მკვლელი ლიდერი ნამდვილად შეასრულებს სიტყვას და მართლა ჩამოვა? ჯობს გავუფრთხილდეთ თქვენი ოჯახის ავტორიტეტს და ბატონი ჯანსუღის ხსოვნას!

და ჩვენც გაგვიფრთხილდით ცოტა!

პატივისცემით და სიყვარულით თქვენი ლაშა ამირეჯიბი.“

Cesko