ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური შეგნება ბევრად უფრო მაღლაა, ვიდრე პოლიტიკური კლასისა და ეს ნიშნავს, რომ სასწრაფოდ პოლიტიკური ელიტები ამ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს! – გიორგი გახარია

ივნისი 9, 11:31
0
53

„საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ კულტურასა და მაღალ შეგნებაზე გააკეთა აქცენტი.

“- მე ამ ქვეყნის მომავლის რატომ მჯერა?! უაღრესად მჯერა ორი მიზეზის გამო: უაღრესად ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდები გვყავს და თქვენ მათ ნახავთ ჩვენს რიგებში. და მეორე – ბოლო წლების განმავლობაში უამრავი პოლიტიკური ძალა – მმართველი, ოპოზიციური, შუაშისტი, ისეთი, ასეთი, ცდილობს ადამიანები გამოიყვანოს ქუჩაში და ქუჩა გახადოს საქართველოში პოლიტიკური პროცესის ნაწილად. ყველა ცდილობს ბოლო 2-3 წელია. ვერ გამოჰყავთ! პარალელურად, გაგანია პანდემიის პირობებში, ორი მილიონი ადამიანი მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა! ადამიანები არ გადიან ქუჩაში, მაგრამ, პანდემიის პირობებში ორი მილიონი ადამიანი მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა! ეს იმას ნიშნავს ჩემთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური შეგნება ბევრად უფრო მაღლაა, ვიდრე პოლიტიკური კლასისა და ეს ნიშნავს, რომ სასწრაფოდ პოლიტიკური ელიტები ამ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს!”,-განაცხადა გახარიამ.