„ჩვენ განსხვავებული სამი კაცი ვართ, ვერავის ვერგებით“ – იაგო ხვიჩია

ივნისი 4, 14:17
0
169

ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია ვერ აკონკრეტებს, „გირჩი” შეძლებს თუ არა საპარლამენტო ფრაქციის შექმნას.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, „გირჩის” განსხვავებულობას ყველა დაინახავს.

„ჩვენ განსხვავებული სამი კაცი ვართ, ვერავის ვერგებით ასე, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ფრაქციას არაფერი სჯობს. განსხვავებულობაში რას ვგულისხმობთ, ამას ცოტა ხანში შეატყობთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

პარლამენტში უკვე არის ორი ოპოზიციური ფრაქცია „ლელო – პარტნიორიბა საქართველოსთვის” და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”.

ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატია საჭიროა, „გირჩს” პარლამენტში სამი დეპუტატი ჰყავს.