ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ივლისი 21, 21:06
0
72

ჩინეთის პროვინცია ჰენანში რეკორდულმა ნალექებმა ფართომასშტაბიანი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის შედეგად, მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა, 7 უგზოუკვლოდ დაიკარგა, – იუწყება South China Morning Post.

სხვა გამოცემების ინფორმაციით,  გარდაცვლილთა რაოდენობამ 25-ს მიაღწია. წყალდიდობის გამო 200 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლებიდაეტოვებინა. ქალაქ ჯენჯოუში მეტრო დაიტბორა, მგზავრები მაშველებმა გამოიყვანეს. ქალაქის ელექტრომატარებლებმა მოძრაობა შეწყვიტა.

ქალაქ ლუოიანგში მიმავალი მატარებელი 40 საათით დაიბლოკა და 900-მდე მგზავრი შველას ითხოვდა.

ასევე, ძლიერი ნალექის გამო ჯენჯოუში წყალსაცავის კაშხალი დაინგრა.