„ჩემს დას სამშობიაროდან 2000 მანეთად რომ ყიდდი, ვინმე თოფით გედგა თავზე?!“

სექტემბერი 13, 22:24
0
1403

სოციალური ქსელის მომხმარებელი მაია კუპატაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

“ლევანის პოსტმა გამათამამა, რომ რაც ამდენი ვითმინე ამ ჯგუფიდან გადმოზიარებული პოსტების გამო მეგობრების კედლებზე, აღარ მეთმინა!

რა პირით მეძებ, ლ. გ? სამშობიაროდანვე გამასხვისე, არ დაიწყო ახლა, მე არ ვიცოდიო, როგორც რამდენიმე კომენტარში გიწერია და ნიანგის ცრემლებს აფრქვევ სმაილიკებად! იცოდი! ძალიან კარგად იცოდი!

ჩემს მერე ჩემი და – თამრიკო შენ არ მიაგდე ბავშვთა სახლში და გაყიდე იქიდან იმ პირობით, რომ არასდროს მოინდომებდი მის ნახვას? მაჩვენა თამრიკომ შენი ხელწერილი! თოფით გადგა ვინმე თავზე, როცა ამას წერდი და თან 2000 მანეთს იჯიბავდი???

ჩემმა მშობლებმა (დიახ-დიახ, ისინი არიან ჩემი მშობლები!) როცა 18 წლის გავხდი, დამსვეს და მომიყვნენ, რა და როგორ იყო, მათ არ მოვუტყუებივარ, მანამდე კი არასრულწლოვანის ფსიქიკა არ მოსპეს ამ სტრესით. მერე კი მითხრეს,  რეალურად ვისი შვილიც ვარ! არც მინდა ვთქვა რით იყავი დაკავებული, როცა მოგიძიე! სიტყვაც აღარ მითქვამ, როცა წინ გედექი 20 წლის წინ, სიტყვაც ვერ ამოვთქვი, ვინ ვიყავი, ისეთ პროცესში გნახე!

თამრიკო მოვიძიე და საშინელი ტრავმირებულია შენით! გაცნობის მეორე დღესვე ფული გითხოვია! ცოტა მაინც მოგეთმინა, შექალო! ანტიკვარების გროვებაში რომ იყავი და უკანალზე ნაირ-ნაირ შმოტკებს იყრიდი, მაშინ რატომ არ გახსოვდით ან ერთი და ან მეორე! წავიკითხე შენი უტეხი კომენტარი, რომ თითქოს სამშობიაროში აგახიეს ჩემი თავი. არ გრცხვენია??? სულ არ შეგრჩა ერთი ღერი სინდისი?

ღმერთს ვყვარებივარ, რომ გამყიდე და ნორმალურმა და წესიერმა ადამიანებმა გამზარდეს!ჯვარი მწერია შენნაირების უბრალო ნაცნობიბაზეც კი!”

Cesko