ჩემი სურვილია ახალგაზრდებთან ერთად ვმართო ჭიათურა – გივი მოდებაძე

სექტემბერი 14, 17:51
0
60

„ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ჭიათურელ ახალგაზრდებს შეხვდა. კანდიდატმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

„ჩემი სურვილია ახალგაზრდებთან ერთად ვმართო ეს ქალაქი. ჩემი მერობის პერიოდში დაიწყო სტაჟირების პროგრამა ჭიათურის მუნიციპალიტეტში. პროგრამა შეიქმნა ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, რათა მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ ახალგაზრდობა საკუთარ წვლილს შეიტანს ჭიათურის განვითარებაში“, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

Cesko