ჭავჭავაძის გამზირის მოდელი განხორციელდება ყველა ქუჩასა და გამზირზე – ირაკლი ხმალაძე

სექტემბერი 11, 21:27
0
109

ჭავჭავაძის გამზირის გეგმარების მოდელი თბილისის ყველა ქუჩასა და გამზირზე ადაპტირდება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. BMGdrive-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ მნიშვნელოვანია რეაბილიტირებულ ქუჩებზე იყოს ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის.

„ჭავჭავაძის მოდელი, ანუ მულტიმოდალური სატრანსპორტო მოდელი განხორციელდება ყველა ქუჩასა და გამზირზე, რომლის რეაბილიტაციასაც გააკეთებს მუნიციპალიტეტი. მათ შორის ქეთევან წამებულის გამზირზეც, ბარათაშვილის ქუჩაზეც, წერეთლის გამზირზეც ეს იქნება. შარტავა-კოსტავასა, ვეკუა-ხიზანიშვილზეც ასეა. ყველა ქუჩის დიზაინი უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ჭავჭავაძეზე. ეს გამორჩეულია იმით, რომ სამანქანედ ერთი ზოლია დატოვებული და სხვა ქუჩებზე ასეთი მდგომარეობა არ არის, თუმცა კონცეპტულურად ერთიდაიგივე მოდელია. ეს არის სწორი დიზაინი“, – განაცხადა ხმალაძემ.

Cesko