ცენტრალურ ინდონეზიაში ქარიშხალს 24 ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 22, 12:08
0
44

2 კვირის წინ, ინდონეზიის კუნძულ ბორნეოზე (დასავლეთ კალიმანტანის პროვინციაში), შტორმის დროს, 18 სათევზაო ხომალდი და რამდენიმე საბუქსირო გემი ათმეტრიანმა ტალღებმა გადააყირავა.

სააგენტო Xinhua-ს განცხადებით, მაშველებმა 24 ცხედარი იპოვნეს, 31 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, გემების ნაწილი სანაპიროსკენ გასვლას ცდილობდა. სამძებრო- სამაშველო ოპერაციის დროს მაშველებმა გემებზე მყოფი 83 ადამიანი გადაარჩინეს.

დასავლეთ კალიმანტანის პროვინციაში ქარიშხალმა, ასევე სახლები და სხვა შენობები გაანადგურა; დაზარალდა 15,000-მდე მაცხოვრებელი.