ბრაზილიამ ვაქცინა Sputnik V დაამტკიცა

ივნისი 5, 09:20
0
100
Antalya, TURKEY - August 11, 2020. The Covid-19 coronavirus vaccine produced in Russia named Sputnik-V.

ბრაზილიის რეგულატორმა რუსული ვაქცინა Sputnik V-ის შეზღუდული რაოდენობის იმპორტსა და გამოყენებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის Twitter-ზე აღნიშნულია, რომ პრეპარატის პირველი პარტია ბრაზილიაში ივლისში ჩავა. ამასთანავე, ვაქცინების შეტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეგულატორის მიერ შემოწმებული საწარმოებიდან.

Sputnik V-ით ვაქცინაცია აკრძალული იქნება 18 წლამდე ადამიანებში და ორსულ და მეძუძურ ქალებში. ბრაზილია გახდა 67-ე ქვეყანა, რომელმაც Sputnik V-ის ავტორიზაცია მიანიჭა.

ამ დროისთვის ბრაზილიაშ 47,6 მილიონი ადამიანი (22,6%) ერთი დოზით, 22,7 მილიონი ადამიანი (10,8%) კი ორი დოზით აიცრა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 16,8 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, 470 ათასზე მეტი ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა.