ბორჯომში ქალის ცხედარი იპოვეს

ივლისი 22, 17:06
0
65

ბორჯომში 40 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალი კლდიდან გადავარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური ქალს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ეძებდა.

გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ.