ბოლოს და ბოლოს შობეთ და დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს – შალვა ნათელაშვილის საგანგებო მიმართვა

ივნისი 10, 16:18
0
1263

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო.

ოპოზიციურმა ლიდერი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას აპროტესტებს და ოპოზიციას ბოიკოტის გამოცხადებისა და პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. შალვა ნათელაშვილი ასევე, რეაგირებისკენ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს და სტრატეგიულ პარტნიორებსაც.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა აიძულა ოპოზიცია შესულიყვნენ პარლამენტში, ახალი ტალღაც რეპრესიების დაუყოვნებლივ დადგა: სასამართლო პროცესები განახლდა, მიიღეს კანონები ამნისტიის, მოსამართლეების დანიშვნის და სხვა და სხვა და გემრიელი ლუკმა ჩვენი სახით შემოინახა და ამის თაობაზე მოგახსენებთ ახლა.
ვერნაირმა ზეწოლამ ვერ აიძულა „ლეიბორისტული პარტია“ შესულიყო ივანიშვილის სახელობის პარლამენტში და გაეთეთრებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები და მიტაცებული უზურპირებული ძალაუფლება. სასჯელმაც არ დააყოვნა, ამ წუთში პლენარული სხდომა პარლამენტისა იხილავს ფაქტობრივად, „ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობის აკრძალვის თაობაზე კანონს, რომლის თანახმადაც ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც დაგვიტოვა ივანიშვილმა მილიარდერმა, 20 ათასი თვეში, რომელიც სჭირდება ივანიშვილს ყოველდღე თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისათვის, იმასაც გვართმევენ და ფიქრობენ, რომ ამით „ლეიბორისტული პარტია“ დაასრულებს, მე კი მათ ვპირდები, უფრო მალე დაასრულებენ ძალაუფლებით ტკბობას და ხელისუფლებაში ყოფნას. იმავდროულად, მე მოვუწოდებ პარლამენტში შესულ ოპოზიციას, რადგან ოლიგარქმა დაიწყო რეპრესიების ახალ ტალღა, გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი. მოვუწოდებ პრეზიდენტს, უუფლებოს, მაგრამ მაინც გარანტორის ამ ხელშეკრულების, დაადე ვეტო აღნშნულ კანონპროექტს, თუ ის იქნება მიღებული. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ბრიუსელსა და ვაშინგტონში, ბოლოს და ბოლოს შობეთ და დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიარდიან ქონებას, რომელიც არის ჩვენგან მოპარული და თქვენთან გამოტანილი, – აცხადებს შალბა ნათელაშვილი.

პარლამენტში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა და ის პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს