ბოლო წელიწადნახევარია, დაახლოებით კიმივით გამოვიყურებით ექიმები – ნანა გეგეჭკორი

სექტემბერი 15, 10:59
0
45

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ამასწინათ ნაცნობი ქირურგი შემეხვდა პაციენტთან კონსულტაციაზე. როგორც უცხოს ისე მელაპარაკა. გამიკვირდა, უკვე წლებია ვიცნობ და არც კი წარმიდგენია თავი, პაციენტის ამბავი რომ ვკითხე. ხალათზე დატანილი სახელით მიცნო, როგორც კი გარეთა შრე გავიძვრე. ხმაც ვერ ეცნო, ორმაგ ნიღაბს მიღმა. ბოლო წელიწადნახევარია, დაახლოებით კიმივით გამოვიყურებით ექიმები, ოღონდ თეთრ-ცისფერ-მწვანე სქრაბ-ხალათში.

მიყვარს ეს ბიჭი (დემნა)… მისი მოდა ზუსტად ასახავს დროს, განწყობას…

დემნას მოდას მოაქვს ისტორია ბებიებზე, ბაბუებზე, სიღარიბეზე რაც ყველამ გავიარეთ ბოლო რამდენიმე ათეული წელია. მან მაღალ მოდად აქცია ის რაც ჩვენ ტკივილს გვგვრიდა და სხვებისგან ჩაგვრის ობიექტებად გვხდიდა, სოციალური უთანასწორობის გამო.

დემნას მოდა არის ისტორია ჩვენს ტკივილებზე, განწყობებზე და პრობლემებზე.

შავებში გამოწყობილი უსახო კიმი ნამდვილად არის პანდემიური, იზოლაციაში მყოფი, დეპრესიული ადამიანის ამბავი.

ეს ნამდვილი ამბები მიყვარს დემნას მოდაში”.

 

Cesko