ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 083 ადამიანი აიცრა

ივნისი 11, 13:07
0
64

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 6 083 -მა ადამიანმა გაიკეთა.

11 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 197 114 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 61 315 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.