„ბევ­რს მაკ­რი­ტი­კე­ბენ, მაკ­რი­ტი­კონ, არა­უ­შავს, ავიტან“ – ამირან გამყრელიძე

ივნისი 5, 22:35
0
266

„ბევ­რს მაკ­რი­ტი­კე­ბენ, მაკ­რი­ტი­კონ, არა­უ­შავს, ავი­ტან“,- ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბა­ზე კრი­ტი­კას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ის აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბის დროს პირ­ბა­დე არ უნდა გე­კე­თოს, მაგ­რამ ხალ­ხმრა­ვალ ად­გილ­ზე მისი გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, ის მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვის­კენ სულ მო­უ­წო­დებს.

„ბევ­რს მაკ­რი­ტი­კე­ბენ, მაკ­რი­ტი­კონ, არა­უ­შავს. მე სულ უნდა მო­ვუ­წო­დო მო­სახ­ლე­ო­ბას. ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ზე გა­მაკ­რი­ტი­კეს. კარ­გით, მე ამას ავი­ტან, მაგ­რამ ხაზს ვუს­ვამ, ვიდ­რე 30-40% არ აიც­რე­ბა, პირ­ბა­დე ღია სივ­რცე­ებ­ში დაგ­ვჭირ­დე­ბა“,-აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე.

მან ვა­ქი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა ბრი­გა­და გა­დის გა­დამ­ზა­დე­ბას იმუ­ნი­ზა­ცი­ის გვერ­დით პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­სი­ვე თქმით, სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნებ­ლის ასაც­რე­ლად გა­სამ­მაგ­დე­ბა ბრი­გა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც.

„უნდა გა­სამ­მაგ­დეს ბრი­გა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ისი­ნი, ვინც მუ­შა­ო­ბენ კვი­რა­ში სამ ან ოთხ დღეს, უნდა იმუ­შა­ონ შვი­დი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. დამ­დგა­რია სა­კი­თხი და ვა­ორ­მა­გებთ ანა­ზღა­უ­რე­ბას სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი, ბრი­გა­დე­ბის გავ­რცო­ბა გუ­ლის­ხმობს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მეტ გა­დამ­ზა­დე­ბას“, – აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე.