Best Of Late Night-ის შოუში ტრამპის შარვლით იხალისეს

ივნისი 9, 11:54
0
58
GREENVILLE, NC - JUNE 05: Former U.S. President Donald Trump listens to Laura Trump tell the crowd she has decided not to run for the N.C. Senate at the NCGOP state convention on June 5, 2021 in Greenville, North Carolina. The event is one of former U.S. President Donald Trumps first high-profile public appearances since leaving the White House in January. (Photo by Melissa Sue Gerrits/Getty Images)

„თუ ტრამპის შარვლის უბის დეტალებით დაინტერესდებით, ჩვეულებისამებრ, ის 130 000 დოლარს გადაგიხდით”, – ამერიკული შოუს წამყვანმა, ჯიმ კიმელმა, იმ ჭორების შესახებ იხუმრა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს შარვალი უკუღმა ეცვა.
ორშაბათის ღამის შოუს წამყვანებმა დონალდ ტრამპი გაიხსენეს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ ჩრდილოეთ კაროლინაში „რესპუბლიკელებთან“ ერთად გამართულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, ყოფილ პრეზიდენტს თითქოს შარვალი უკუღმა აცვია.
”შემდეგ კი დეტალური ონლაინ გამოკვლევა ჩატარდა. „თუ ტრამპის შარვლის უბის დეტალებით დაინტერესდებით, ჩვეულებისამებრ, ის 130 000 დოლარს გადაგიხდით”, – თქვა ჯიმ კიმელმა და ამით მან ტრამპის მიერ სტეფანი კლიფორდისთვის (სტორმი დენიელსის სახელით ცნობილი პორნომსახიობი) გადახდილი თანხა გაიხსენა.
ტელეწამყვანებმა სახუმარო კომენტარები გააკეთეს:
ჯიმ კიმელი: ”საწყალმა მაიკ პენსმა არ იცოდა, რომელ მხარეს ეკოცნა. ძალიან დამაბნეველი სიტუაცია იყო”.
ჯეიმს კორდენი: “ტრამპის შარვალიც კი ტყუის”.
სტეფან კოლბერტი: ”უამრავი კითხვა წარმოიშვა, მაგალითად: როგორ შეიკრა ტრამპმა შარვალი? ქამარიც უკუღმა გაიკეთა? გაგვიმართლა თუ არა, რომ ამ კაცს ბირთვულ კოდებზე ხელი აღარ მიუწვდება?”
სტეფან კოლბერტი: ”ყოფილმა პრეზიდენტმა 90-იანი წლების ბავშვთა ჰიპ-ჰოპის დუეტს (კრის კროსს) მიბაძა, რომელიც შარვლის უკუღმა მხრიდან ჩაცმითაა ცნობილი. სასაცილოა.“

წყარო: https://www.nytimes.com/2021/06/08/arts/television/late-night-jimmy-kimmel-trump-pants.html?fbclid=IwAR2f-SdOJ5c5etHA3Omf3XFC0wQ-7TYqkM_ynpPA3Ei-XBZqrFIjp-J3vC4