ბავშვობიდან იმ მომენტზე ვოცნებობდი, კვარცხლბეკზე ხელებაღმართული რომ ავიდოდი – ლაშა ბექაური

სექტემბერი 13, 11:53
0
70

ასე ვიტყოდი, დღევანდელი გადმოსახედიდან ოლიმპიური ჩემპიონობა რთული ყოფილა, – ამის შესახებ ლაშა ბექაურმა „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრობისას განაცხადა.

მან ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების შედეგად განცდილზე ისაუბრა და მადლიერება გამოხატა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც მისი ეს გამარჯვება გაუხარდათ.

„ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ვხედავ, რომ ისინი ჩემი გამარჯვებით ბედნიერები არიან. ამაყობენ ჩემით და ეს ჩემთვის სასიხარულოა.

ბავშვობიდან იმ მომენტზე ვოცნებობდი, კვარცხლბეკზე ხელებ აღმართული რომ ავიდოდი. ეს მინდოდა. ეს იყო ჩემი ოცნება. იმ მომენტში თითქოს, ყველაფერმა ჩამიარა, ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ, როგორ მქონდა ნავარჯიშები, ნაშრომი-ნაწვალები და რომ ის დაფასდა და ქართული ჰიმნი ავაჟღერე ტოკიოში, ოლიმპიადაზე. ეს ძალიან მაგარი იყო“, – განაცხადა ბექაურმა.

Cesko