”ბავშვი მიყვება – დედიკო, წელს ქვევით გამაშიშვლა და მითხრა, რაღაც თამაში უნდა გასწავლოო” – 8 წლის ბავშვის დედა

ივნისი 11, 16:37
0
1231

კახეთში გაუპატიურების საქმის განხილვა გრძელდება. საუბარია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 16 წლის მოზარდზე, რომელსაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებიან.

პირველმა ინსტანციამ მოზარდისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და 9 ივნისს 16 წლის ბიჭი დააპატიმრეს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ადვოკატი არ ეთანხმება. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები და ექსპერტიზის პასუხი არ დევს, ამიტომ მოზარდის დაკავება, მისი შეფასებით, უსამართლოა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე ბრალდებულის პატიმრობასთან დაკავშირებით კი ადვოკატი აცხადებს, რომ ეს იმის გამო მოხდა, დადგინდეს ექსპერტიზით, თუ რამდენად მყარია მისი ფსიქიკური მდგომარეობა.

დაზარალებულის ოჯახის წევრი კი მომხდარის დეტალებს ჰყვება:

“ბავშვმა მითხრა, დედიკო, წელს ქვევით გამაშიშვლა და მითხრა, მე შენ რაღაც თამაში უნდა გასწავლოო. რა გაუკეთა, არ ვიცი. ბავშვი რომ დაკითხეს, იქ უთქვამს დედამ არ იცისო და ეს ფაქტი წინა დღესაც იყოო. ასე მითხრა, მშობლებთან არაფერი თქვა, თორემ გცემო,”- აცხადებს დაზარალებულის დედა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.