”ბავშვები მიწაზე აღარ დაიძინებენ, რანაირი ბედნიერები არიან ვერც წარმოიდგენთ! – აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ივლისი 19, 23:45
0
162

სცენარისტი და ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი მორიგი ქველმოქმედების შესახებ წერს სოციალურ ქსელში:

“დილიდან საღამომდე მომხდარი ბედნიერება…

ბავშვები მიწაზე აღარ დაიძინებენ, აღარც დედა და ბებო, დღესვე ვუპოვეთ სახლი, სადაც მშვიდად და ბედნიერად იქნებიან. გადავიხადეთ ერთი წლის ქირა, ყველა გადასახადი, ექნებათ საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჰიგიენის ნივთები, სულ ყველაფერი რაც სჭირდებოდათ.

ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად ბურთით თამაშობენ და-ძმა და ამაზე მაგარი საყურებელია ძაან ცოტა რამეა.

ადამიანურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ თქვენი ყველას დახმარებით. ვედგებით ყველა გვერდით, რამდენ ხანსაც შევძლებთ მივეხმარებით ყველაფერში როგორც იცხოვრებენ.

რანაირი ბედნიერები არიან ვერც წარმოიდგენთ, სათითაოდ უამრავი მადლობა თქვენ ყველას, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ ყველა და ერთად რამხელა ამბებს ვიზამთ აი ნახავთ სულ მალე ბავშვები გაიზრდებიან და არასოდეს დაავიწყდებათ დღევანდელი დღე.

მე უამრავ მადლობას გიხდით, რომ უფლებას მაძლევთ ასეთი ბედნიერი ვიყო! ამაღამ რა დამაძინებს”, – წერს სინჯიკაშვილი ფეისბუქზე.