ბათუმში მაღაზიის დაწვა სცადეს

ივნისი 9, 11:00
0
182

ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მარკეტის დაწვა სცადეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია TV25 ავრცელებს.

თვითმხილველმა ფაქტი სათვალთვალო კამერის მეშვეობით დააფიქსირა. მისი თქმით, დამნაშავეებმა შენობის კედელს საწვავი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.