ბათუმში, დელფინარიუმთან ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია

სექტემბერი 13, 11:09
0
101

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია. დაჭრილი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო დაჭრილი პირი ქალია.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და ფაქტს სწავლობენ.

წყარო : ინტერპრესნიუსი

Cesko