ბათუმში ბუნებრივი აირი ქუჩაში იფრქვევა

ივნისი 3, 11:48
0
97

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ბუნებრივი აირი იფრქვევა. ადგილზე „სოკარის“ თანამშრომლები იმყოფებიან.

წინასწარი ინფორმაციით, გაზის მილის დაზიანება ადგილზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდა, რათა ბუნებრივი აირის გაფრქვევა შეჩერებულიყო.