ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია ძალიან წარმატებული იყო – ირაკლი ღარიბაშვილი

ივლისი 20, 11:31
0
43

„ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხებოდა სამივე ქვეყნის პერსპექტივებს და იმ მისწრაფებებს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს.

„მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო გუშინდელ კონფერენციას, რომელიც ჩატარდა ბათუმში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ შარლ მიშელს, უკრაინის პრეზიდენტს ბატონ ზელენსკის და მოლდოვის პრეზიდენტს ქალბატონ სანდუს.

ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხებოდა სამივე ქვეყნის პერსპექტივებს და იმ მისწრაფებებს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს.

კერძოდ, ევროკავშირისკენ მისწრაფება და საერთო ღირებულებების დაცვა და ამის გარშემო ჩვენს გაერთიანებას. ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებიდან და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.