ბატონი კახის მხარდამჭერი ვარ – მარინა ეზუგბაია

ივლისი 20, 20:19
0
65

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ამავე საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე მივიდნენ.

ორივე მათგანმა განაცხადეს, რომ ისინი ღონისძიებას, როგორც კახა კალაძის მხარდამჭერები ესწრებიან.

“არ მიქმნის უხერხულობას, რადგან ვთვლი, რომ ბატონი კახა კალაძე გახლავთ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მერი. ამ ეტაპზე, ბატონი კახის მხარდამჭერი ვარ”,- განაცხადა ეზუგბაიამ.