ბაიდენი ზელენსკისთან შესახვედრად მზად არის

ივნისი 8, 10:49
0
101

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის ლიდერი ვაშინგტონში მიიწვია. ამის შესახებ ბრიფინგზე ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.

სალივანის ინფორმაციით, ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა. „ბაიდენი ზელენსკის თეთრ სახლში ამ ზაფხულს ელოდება. შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის ევროპული ტურნეს შემდეგ გაიმართება.

მიმდინარე კვირას ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში პირველ ტურნეში გაემგზავრება. ის დიდ ბრიტანეთს და ბელგიას ეწვევა, სადაც ნატოს და ევროკავშირის სამიტებში მიიღებს მონაწილეობას. 16 ივნისს კი ჟენევაში ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უნდა გაიმართოს.