ბაიდენი სექსუალურ უმცირესობებს სრულ თანასწორობას ჰპირდება

ივნისი 2, 15:03
0
166

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა სენატს, რომ თანასწორობის შესახებ კანონი დაამტკიცოს, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ მხარი უკვე დაუჭირა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ბაიდენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს იმ ადამიანებს, რომლებსაც თავისუფლად და სიმართლით ცხოვრება სურთ. ინაუგურაციის შემდეგ ბაიდენმა პირველივე დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას ფედერალური სტრუქტურების მიმართ, რომელიც მათ სექსუალური უმცირესობების მიმართ თანასწორუფლებიან მოპყრობას ავალდებულებს.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ჯარში ტრანსგენდერებს მსახურის უფლება მისცა. მშენებლობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის უძრავი ქონების ბაზარზე ლგბტ უფლებებს კანონის ძალით დაიცავს.

ბაიდენის მიერ დანიშნული 1500 სახელმწიფო მოხელიდან ყოველი მეშვიდე ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელია. ასე, მაგალითად, აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრი პიტ ბუტიჟიჩი ჰომოსექსუალია, ხოლო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რეიჩელ ლევინი პირველი ტრანსგენდერია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც ფედერალურ თანამდებობაზე დაინიშნა.