ახალქალაქში დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა

ივლისი 20, 15:29
0
69

ახალქალაქში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ  jnews.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია, რომელიც „ეს ჯი გაზ–კომპანიში“ მუშაობდა. იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი გამანაწილებელ ელექტროგაყვანილობის ბოძზე სამუშოების ჩასატარებლად ავიდა.

დარღვეული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები და რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, ამ ეტაპზე უცნობია.