ახალ „კონკიაში“ ფერიას პერსონაჟს სქესი არ ექნება

მაისი 18, 21:59
0
325

სტუდია „სონი“ მალე „კონკიას“ ახალ ეკრანიზაციას შემოგვთავაზებს. ფილმის პრემიერა 2021 წლის თებერვალშია დაგეგმილი და მას მაყურებელი „ამაზონ ფრაიმ ვიდეოს“ პლათფორმაზე ნახავს.

ძველი ზღაპრის ახალ ეკრანიზაციაში კონკიას როლს მსახიობი კამილა კაბელიო ასრულებს. მისი პარტნიორი ფილმში დამწყები მსახიობი ნიკოლას გოლიცინია. ფილმში მეფის როლს პირს ბროსნანი ასრულებს, თავად კინოსურათს კი „ემმის“ სამგზის ლაურეატი კეი კენონი იღებს. ყველაზე საინტერესო კი ფილმში ფერიას როლია, რომელიც ზღაპრის საკვანძო პერსონაჟია.  ფილმის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, დაარღვიონ სტერეოტიპები და ფილმში ცნობილი მსახიობი ბილი პორტერი ათამაშეს. თავად პორტერი ამბობს, რომ მისი პერსონაჟი გენდერულად ნეიტრალური იქნება, რადგან მაგიამ გენდერი არ იცის.