ავღანეთში თალიბებმა 20 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

სექტემბერი 14, 10:20
0
76

ავღანეთში, პანჯშირის ხეობაში, სადაც რადიკალურ დაჯგუფებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა, თალიბებმა, სულ მცირე, 20 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

ВВС-ს მიერ მოპოვებულ ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ჩანს, რომელიც გარშემორტყმულია თალიბანის მებრძოლებით, და ის სროლის შემდეგ ძირს ეცემა. უცნობია, იყო თუ არა მოკლული მამაკაცი არმიის წევრი; თვითმხილველის თქმით, ის სამოქალაქო პირი იყო.

თალიბების ერთ-ერთი მსხვერპლი მაღაზიის მეპატრონე და ორი შვილის მამა იყო. მისი თქმით, „ის უბრალოდ მაღაზიის მფლობელია და ომთან არანაირი კავშირი არ აქვს“. მამაკაცი წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლებისთვის სიმ-ბარათების მიყიდვის ბრალდებით დააკავეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი მისი ცხედარი სახლთან ახლოს გადააგდეს. თვითმხილველების თქმით, მოკლულის ცხედარზე წამების კვალი შეინიშნებოდა.

პანჯშირის ხეობა, დიდი ხანია, ავღანეთში წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი კერაა. ოპოზიციის მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის ხელმძღვანელობით, რეგიონმა მოიგერია როგორც საბჭოთა ძალები, ასევე თალიბები. შემდეგ კი, თალიბების მიერ ხეობის დაკავების შემდეგ, რადიკალებმა მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ჩვეულებრივად განაგრძონ ცხოვრება.

Cesko