„ავაზაკია, ვინც ამას გაბედავს და შეძლებს. შეიგნეთ ეს ერთხელ და სამუდამოდ!“ – დეკანოზი თამაზ ლომიძე

ივნისი 4, 13:16
0
245

დეკანოზმა თამაზ ლომიძემ განაცხადა, რომ არასანდო და მატყუარაა ის ხელისუფლება, რომელიც მმართველობის განსახორციელებლად ალიანსში შედის რელიგიურ ორგანიზაციასთან.

“ძალიან სუსტია, ქვეყნისთვის გამოუსადეგარი და არაფრისმაქნისია ის ხელისუფლება, რომელიც რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით ცდილობს ხალხის ნდობის მოპოვებას. როგორც წყალი ვერასოდეს შეერევა ზეთს, ისე ქრისტეს მოძღვრება ვერასოდეს შეუერთდება ამქვეყნიური ძალაუფლებას. ვერცერთი წესიერი კაცი, ვერასოდეს დაიჭერს ხელში ერთდროულად ორივე მახვილს – სულიერს და კეისრისას. ეს შეუძლებელია. ავაზაკია, ვინც ამას გაბედავს და შეძლებს. გატყუებთ ყველა პოლიტიკოსი, ვინც რელიგიით მანიპულირებს. დაფიქრდით ამაზე ხალხო, გაიგეთ და ეს შეუძლებელია. ავაზაკია, ვინც ამას გაბედავს და შეძლებს” – განაცხადა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ.