ავადმყოფი დედა გამოკვლევებზე საავადმყოფოში მიჰყავდა და… – ცნობილია ამ დილით საზარელ ავარიაში გარდაცვლილი დედა-შვილის ვინაობა

სექტემბერი 15, 18:38
0
549

ამ დილით საზარელი ავარია მოხდა სამტრედიაში, რომელსაც 3 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. სწრაფად მომავალი მსუბუქი მანქანა ტაქსს შეეჯახა და დიდი ტრაგედიაც დატრიალდა.

როგორც ირკვევა, ავარიის დროს დედა-შვილი დაიღუპა. ისინი ქუთაისში საავადმყოფოში მიემგზავრებოდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილ ლილი ბაღათურიას ავადმყოფი დედა ტაქსით კლინიკაში გამოკვლევებზე მიჰყავდა. ქალაქ სამტრედიაში მათ დიდი სიჩქარით მომავალი ავტომობილი დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დედა-შვილი და მათთან ერთად ტაქსის მძღოლი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ. ჯერჯერობით დაუდგენელია დაღუპული ტაქსის მძღოლის ვინაობა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი კი დაშავდა და ისიც კლინიკაშია მოთავსებული.

შსს-ს მომხდართან ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს.

Cesko