„ათეისტი კი ვარ, მაგრამ ეს სრულებით არ მიშლის ხელს სოლიდარობა გამოვუცხადო მეუფე სპირიდონს“ – ირაკლი დოჭვირი

ივნისი 5, 13:09
0
2795

სამოქალაქო აქტივისტი, პუბლიცისტი ირაკლი დოჭვირი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

„მიმართვა საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას!
ნინოწმინდაში რატომ გარბიხარ? იქ იმ პანსიონში დაირღვა თუ არა ბავშვთა უფლებები არავინ იცის, უფრო ჭორს წააგავს გავრცელებული ინფორმაცია.
აგერ თქვენი ოფისის წინ, დედაქალაქში, შუაგულ თბილისში, ბავშვები რომ მათხოვრობენ, დღედაღამ მშიერ მწყურვალნი ასფალტზე რომ ყრიან ჩაუცმელნი, განათლების უფლებას მოკლებულნი, ჯანმრთელობა დაუცველნი აი ამათ უფლებას რატომ არ იცავთ? ვერ ამჩნევთ? ვინ დაიცავს იმ ბავშვების უფლებებს?
ათეისტი კი ვარ, მაგრამ ეს სრულებით არ მიშლის ხელს სოლიდარობა გამოვუცხადო მეუფე სპირიდონს. ადამიანს ქალი და კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან და ბავშვთა უფლებებს როგორ დაიცავ, იმასაც ნინოწმინდაში და არა ცხვირ წინ თბილისში“.