აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები რეგიონსა და მსოფლიოში, რაც საერთაშორისო რეიტინგებშიც არის ასახული – დავით ზალკალიანი

ივლისი 22, 14:35
0
54

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ, ყოველწლიურად ახლდება. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამ კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნესს და საინვესტიციო გარემოს.

ამასთან, ზალკალიანმა განაცხადა, რომ ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები რეგიონსა და მსოფლიოში, რაც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო რეიტინგებშიც არის ასახული.

„მოხარული ვართ, რომ დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნესს, საინვესტიციო გარემოს. წლების განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, საქართველო წარმოადგენს კარგად ფუნქციონირებად და სტაბილურ საბაზრო ეკონომიკას.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები რეგიონსა და მსოფლიოში, რაც ასახულია უმნიშვნელოვანესს საერთაშორისო რეიტინგებშიც. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დადებით შეფასებას აძლევენ საქართველოს მიერ არაერთი მიმართულებით გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებსა და პროგრამებს საინვესტიციოს გარემოს გაუმჯობესების, მიმზიდველობის გაზრდის მიზნით.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს მდგრადი მაკროეკონომიკური ჩარჩო, მიმზიდველი ბიზნესგარემო და ამავე დროს, ძლიერი საჯარო ფინანსური მენეჯმენტის მექანიზმი აქვს, რაც ქვეყანას პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაში ძალიან დაეხმარება. ანგარიშში ასევე მკაფიოდ არის ასახული საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ადასტურებს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა რჩება რეგიონში ლიდერ, დასავლელი პარტნიორების დასაყრდენ სახელმწიფოდ.

ანგარიში ასევე ხაზს უსვამს მხარეების მზაობას განაგრძონ აწტიური თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების კუთხით არსებული მჭიდრო პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და საქართველოში მეტი ინვესტიციების მოსაზიდად. ბუნებრივია, დოკუმენტში ასევე ნახსენებია გამოწვევები, რომლებიც ქვეყანაში კვლავ არსებობს ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის უფრო დახვეწის თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური თანამშრომლობით, რათა ბიზნეს და საონვესტიციო გარემო კიდევ უფრო მომზიდველი გავხადოთ ამერიკელი და ზოგადდ, დასავლური კოლპანიებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში კიდევ ერთხელ ყურადღებაა გამახვილებული რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონის ოკუპაციაზე, მკაფიოდ არის ასახული ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.