აშშ უცხოელ ვიზიტორებს Covid-19-ის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებას მოსთხოვს

აგვისტო 5, 15:17
0
88

„აშშ-ში თითქმის ყველა უცხოელი ვიზიტორი Covid-19-ის საწინააღმდეგოდ სრულად უნდა იყოს ვაქცინირებული,“ – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უწყებათაშორის ჯგუფებს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრის ეტაპობრივი გახსნის ზომების შემუშავება დაავალა. გადაწყვეტილების მიღების თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით არავაქცინირებულთა შორის, კორონავირუსის („დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე) შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. Covid-19–ის ამჟამინდელი რეგულაციები უცხოელი მოგზაურების უმეტესობას ქვეყანაში შესვლის ბარიერს უქმნის. სამოგზაურო შეზღუდვები თავდაპირველად ჩინეთს – 2020 წლის იანვარში – დაეკისრა. მას შემდეგ აშშ-ში აკრძალვითი ღონისძიებები გაფართოვდა და შეეხო არა-ამერიკელ მოქალაქეებს, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში, შენგენის ზონაში, ბრაზილიაში, ირლანდიაში, ინდოეთში, ირანსა და სამხრეთ აფრიკაში იმოგზაურეს. მათ, ვისაც ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა აქვთ, უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება – Covid-19-ის ტესტის უარყოფითი შედეგი, რომელიც მიღებულია მოგზაურობიდან სამი დღის განმავლობაში.
ამერიკელი მოზარდების 70%-ზე მეტმა Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის, მინიმუმ ერთი დოზა გაიკეთა. თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები იზრდება რიგ შტატებში; რეკორდული რაოდენობის ჰოსპიტალიზაცია ფიქსირდება ფლორიდაში.
აშშ-ს მრავალ რეგიონში მოსახლეობისთვის საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბების ტარება კვლავ სავალდებულოა.

https://www.bbc.com/news/world-us-canada-58095549

Cesko