„ასე რუსეთთან ბრძოლას კი არა, გირჩის წყლის პისტოლეტებით ერთმანეთს თუ გავწუწავთ ამ სიცხეში, ეგ არის და ეგ!“ – თაკო ჩარკვიანი

ივლისი 19, 19:25
0
326
“მე ზუსტად ვიცი ყოველთვის, რას ვაკეთებ! ახლაც  ვიცი! – წერს სოციალურ ქსელში პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი.
მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ოპოზიცია ბრძოლას წააგებს.
“მიშელთან დელეგაცია ზის ” პუტინ- ბიძინური” .. ჰოდა, ერთი ხუმრობა მომაგონდა: “ზის არა ბატონო სხედანო “ერთ ძველი თაობის ლიტერატორს უთხრეს და ლიტერატორმაც  მყისიერი  პასუხი არ დააყოვნა:  “დიახ,სხედან და ზიანს აყენებენ ქვეყანასო”.
არ არსებობს ბრძოლა , ყველა ბრძოლა წაგებულია რუსულ ვექტორთან ერთად! ოპოზიციას მგონი რუსეთუმე პოლიტიკოსები  უკვე ბიძინამ “ჩაუდო”. ეს  ბრძოლაც წაგებული იქნება ასე თუ გაგრძელდა, ამ “დასაჭურისებულ ”  ვითომ ოპოზიციასთან ერთად! დელეგაციის შემადგენლობას – არსებობას “ოცნება”  აკონტროლებდა! ” კრემლი” კრემლს ებრძვის?! თუ ” ლაითი კრემლი” არსებობს  და  “არა ლაითი კრემლი”?!
20 ივნისს თვალებისდამთხრელი გახარიას-ნათია მეზვრიშვილი, გირჩი , ელისაშვილი ,  ბურჯანაძე, ინაშვილი ……. ტაშიიიი! ვინმემ რამე  არ იფიქროთ ბატონებო: მე ხელი არ მომიწერია  შარლ  მიშელის დოკუმენტზე, ასე რომ არ და (ვერ) ვიქნებოდი  შეხვედრაზე (ეს მათთვის, ვინც მეკითხება , რატომ არ წახვედიო) მე ზუსტად ვიცი ყოველთვის, რას ვაკეთებ! ახლაც  ვიცი!
ასე გამოიგონებს და დაარქმევს “ოპოზიციას ” ოლიგარქი ივანიშვილი  და იფ ჩემო ძვირფასებო, ასე რუსეთთან ბრძოლას კი არა, გირჩის შემოთავაზებული სათამაშო (წყლის) პისტოლეტებით ერთმანეთს თუ გავწუწავთ ამ სიცხეში ეგ არის და ეგ! მე პირადად ” წუწაობაში ” არ ვმონაწილეობ ხოლმე! ცოტა აზრზე მოდით, ვისაც ცოტა ფიქრი და აზროვნება მოგეკითხებათ!!!!!
ბიძინას ” კუკლას” თქვენვე არ აპროტესტებთ და ხალხისგან რაღა გინდათ?! – წერს თაკო ჩარკვიანი.