„არჩევნებს იგებს ხალხი და არა კოლექტიური გვარამიების, გიგაურების, მაქარაშვილებისა და სააკაშვილის სხვა ვასალების გაშიფრული მანიპულაციები“ – გია აბაშიძე

სექტემბერი 13, 17:34
0
269

„დესტრუქციულმა ოპოზიციამ დღემდე ვერ შეიგნო, რომ არჩევნებს იგებს ხალხი და არა კოლექტიური ნიკა გვარამიების, ეკა გიგაურების, გიგა მაქარაშვილებისა და სააკაშვილის სხვა ვასალების გაშიფრული მანიპულაციები“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

„როგორც იცით, რადიკალური ოპოზიციის აქტორებმა შექმნეს ფსევდო-ცესკო და კრემლის დეზინფორმაციის სტილში, ყალბი ელექტრონული პლატფორმაც აამუშავეს – cec.org.ge.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ვეგბევრდია cec.gov.ge.

სააკაშვილის ქუჩის აქტივისტები, არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” ცნობილი მანიპულატორები ირწმუნებიან, რომ თურმე მათ პლატფორმაზე აიტვირთება არჩევნების რეალური შედეგები.

მეტიც, „სირცხვილია“, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” და სააკაშვილის სხვა აქტორები ამომრჩეველს თავაზობენ მათ ელ-პლატფომაზე საარჩევნო სიაში მონაცემების გადამოწმებას. ცხადია, ამგვარი გადამოწმება და უზუსტობის აღმოჩენა ხდება საუბნო საარჩევნო კომისიებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ანდა ცესკო-ს საინფორმაციო ცენტრში +995 32 251-00-51

ცესკოს სახელით, ასევე რამდენიმე ყალბი გვერდი შეიქნა, მაგალითად cesko.cf. ცესკო-ს თხოვნით, „ფეისბუქმა“ კი წაშალა cesko.cf, თუმცა ცოტა ხანში გაჩნდა „ანონიმური ცენტრალური საარჩევნო კომისიაც“ და სხვა.

რისთვის სჭირდებათ სააკაშვილის მარიონეტებს ეს ყველაფერი? მიზნები შემდეგია: ცესკოს დისკრედიტაცია, საარჩევნო კომისიებში სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელთა შევადრნები ნაცმედიის თანხლებით და არარსებულ პრობლემებზე დებოშის მოწყობის მცდელობა; ამომრჩევლის ნაწილის დეზორიენტაცია, რომ თითქოს სიაში არ არიან, თითქოს მასობრივად აღმოჩენილია „მკვდარი სულები“ და საბოლოოდ, ისეთი სურათის დახატვის მცდელობა, რომ არჩევნები თითქოს გაყალბდა და თითქოს არალეგიტიმურია.

დესტრუქციულმა ოპოზიციამ დღემდე ვერ შეიგნო, რომ არჩევნებს იგებს ხალხი და არა კოლექტიური ნიკა გვარამიების, ეკა გიგაურების, გიგა მაქარაშვილებისა და სააკაშვილის სხვა ვასალების გაშიფრული მანიპულაციები.“

შეიძლება იყოს ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
შეიძლება იყოს ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და მდგომარე-(ი)ს გამოსახულება
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და მდგომარე-(ი)ს გამოსახულება
შეიძლება იყოს 2 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულება
Cesko