არცერთი პოლიტიმური ძალის, მათ შორის არც ჩემ ხელში არ უნდა იყოს მართლმსაჯულება – ხატია დეკანოიძე

ივლისი 19, 21:49
0
78

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ძალოვნები არ უნდა იყოს ნაც მოძრაობის ხელში “ არის კონცეპტუალურად არასწორი და მოძველებული.

იმიტომ რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებები. ეს არის სტანდარტი. მათ შორის არც მცირე პარტიების.

ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ეწერა ნაწილი, ნაწილს აქ დავამატებ.

– რეალური (არა გონგოების) სამოქალაქო საზ და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი პროკურორი; არჩეული პროკურორები;

– არჩეული შერიფები;

– შსს მინისტრის და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების გაყოფა; ახალი პოლიციის შესახებ კანონის შექმნა.

– ფედ. საგამოძიებო უწყების შექმნა;

ეს არის სისტემის მინიმუმი როგორ ვფიქრობთ ჩვენ კრიმინალური იუსტიციის რეფორმას. ეს არის თანამედროვე სტანდარტი.

ჩემი ქვეყნისთვის ის მიმაჩნია მართებულად, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის (არც ჩემი) ხელში არ იყოს მართმსაჯულება. ამის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი.

Updated: კამათი ამ სისტემის გასამართავად და სხვადასხვა რეფორმებზე მნიშვნელოვანია.“