არავითარი ცვლილება არ იგეგმება, შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ირაკლი კობახიძესთან, ჩვენ ვმეგობრობთ – ირაკლი ღარიბაშვილი

ივნისი 9, 15:34
0
45

დღეს როგორც არის შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, ასეთი არ ყოფილა ალბათ, 2012-2013 წლის შემდეგ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, შეცვლის თუ არა ის ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, „ქართულ ოცნებაში“ არავითარი ცვლილება არ იგეგმება.

მისი შეფასებით, ამ თემაზე ყველა სპეკულაცია მომდინარეობს დაქუცმაცებული და დეგრადირებული ოპოზიციისგან.

„ეს არის ტყუილი, არავითარი ცვლილება არ იგეგმება. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ირაკლი კობახიძესთან, ჩვენ ვმეგობრობთ, დღეს როგორც არის შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, ასეთი არ ყოფილა ალბათ, 2012-2013 წლის შემდეგ. შესაბამისად, ყველა სპეკულაცია მომდინარეობს დაშლილი, დაქუცმაცებული, დეგრადირებული ოპოზიციისგან. ვურჩევდი ყველა ახალბედა პოლიტიკოსს, ვისაც რაღაცის შემოთავაზება შეუძლია მოსახლეობისთვის, რომ ნუ აყვებიან ამ იაფფასიან სპეკულაციას, რომელიც მომდინარეობს დაშლილი „ნაცმოძრაობისგან“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.