არა ღირსება, არა პრინციპები, არა სირცხვილი, არა თავმოყვარეობა – ჩერგოლეიშვილი კალაძის სტუმრებზე

ივლისი 21, 15:44
0
983

თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისის მერობის კანდიდატად, კახა კალაძის წარდგენის ღონისძიებაზე მყოფ სტუმრებს უთავმოყვარეოებს უწოდებს:

“კალაძის სტუმრები ხომ ნახეთ? “ცნობილი სახეები” – “სახეები” რომლებსაც ყველაფრის გადაყლაპვა შეუძლიათ – არა ღირსება, არა პრინციპები, არა სირცხვილი, არა თავმოყვარეობა.

მთავარია ურთიერთობების კიბეზე სადღაც მიცოცავდნენ. აი ეგ ხალხია “სოციალური მცოცავის” დეფინიცია. მცოცავები ყველგან არიან (როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის სიახლოვეს) და სადღაც მიცოცავენ. ეგენი არიან უმსგავსობის მთავარი enabler- ები”,- წერს ჩერგოლეიშვილი.