„არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ნათელი მაგალითია იმისა, როგორი არ უნდა იყოს ქართველი ქალი!!!” – თამარ ივერი

ივლისი 19, 15:02
0
802

ქართველი სოპრანო თამარ ივერი საკანონმდებლო ორგანოში გუშინ  განვითრებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი აზრით, ის, რაცპარალმენტში ვიხილეთ, უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს:

„არ ვიცი ეს ქალბატონი ვინ არის, რომელ პარტიას ეკუთვნის, მაგრამ რა მოთხოვნებიც არ უნდა ჰქონდეს, ის არის ნათელი მაგალითი იმისა….

როგორიც, უპირველესად:

არ უნდა იყოს ქართველი ქალი!

შემდგომ, როგორიც:

არ უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი ქალი!

და სულ რომ ათას პროცენტიან სიმართლეს ღაღადებდეს… როგორი ტიპაჟიც :

არ უნდა მიუშვა სახელმწიფოს სადავეებთან და არ უნდა მისცე ძალაუფლება!

რამდენად მტკივნეული თემაც არ უნდა აწუხებდეთ და რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდენ:

პარლამენტის მაგიდაზე ფეხებით მდგომთა, საღებავების მიმომსხმელთა, მოსტვენართა, მომკივანთა, პროვოკაციული ფლეშმობების მომწყობ პოლიტიკოსთა ამ ქვეყანაში ეპოქა უნდა დასრულდეს!!!

მეამბოხე, მოჯანყე, რევოლუციური ნატურები… გინდ ქალი, გინდ კაცი… ქვეყანას არ უნდა მართავდნენ!

დროა სოლიდურ სახეებს ხედავდეს ხალხი მის მიერ არჩეულ პარლამენტში!

მსგავს აქციებზე თავად ევროპის და ამერიკის პოლიტიკურ სპექტრს ერევა გული!

პარლამენტი ქვეყნის სახეა!!!

პ.ს. დაბოლოს…. არც ნაცი ვარ არც ქოცი, ცივი გონებით გვერდიდან ვუყურებ მოვლენებს.

უბრალოდ…უკვე ტიტანიკივით ვიძირებით ამდენ დაპირისპირებებში და მტკივა ეს ყოველივე. ვხედავ, რომ მავანნი ბნელ გვირაბში კიდევ ხელს აფარებენ ქვეყნის გზის გასაკვლევ ფანარს!“, – წერს თამარ ივერი.