არ ვიცი ოპოზიცია საიდან მოიყვანს მზეჭაბუკს, რომელიც კალაძეს ოპონენტი იქნება – სოხაძე

ივლისი 22, 11:59
0
567

მომღერალი ირმა სოხაძეს თბილისი მერობის კანდიდატურებს შორის კახა კალაძეს უალტერნატივოდ მიიჩნევს. სოხაძის აზრით კალაძემ რაც თქვა ყველაფერი შეასრულა და მას კონკურენციას ვერავინ გაუწევს.

სოხაძე ამბობს, რომ დედაქალაქში ბევრი რამ არ მოსწონს თუმცა კალაძის მერობის დროს შესრულებულ პროექტებს ხაზს უსვამს და აღნიშნავს რომ უმადურობაა არ დაინახო ის რაც დედაქალაქში გაკეთდა.

„მართლა ვამბობ, მე არ ვიცი ოპოზიცია საიდან მოიყვანს მზეჭაბუკს, რომელიც კალაძეს ოპონენტი იქნება და დღეს თბილისელებს დაარწმუნებს, რომ კალაძეზე უკეთესი იქნება… შეიძლება რაღაც არ მოგვწონს, მეც ვაკეში ვცხოვრობ…, ზოგი რაღაც ნერვებს მიშლის, მაგრამ ხალხო ვიყოთ ობიექტურები. ხომ არ შეიძლება დავიბრმავოთ თვალები, არ შეიძლება ვიძახოთ არ შეასრულა დანაპირები… რა არ გააკეთა? რა დაგვპირდა და არ გააკეთა? გვითხრა სიმწვანე იქნებო და დიახაც გაამწვანა ქალაქი. მე თბილისში დავიბადე, გავიზარდე, ვებრდები, ამდენი სიმწვანე არ მახსოვს. მე დღეს მიმაჩნია, რომ კარგი მერი გვყავს. მაბრალებენ ქოცქალა ხარო, ბიძინამ მოგისყიდაო, ვინ მომისყიდა აგერ უსამსახუროდ ვარ, მაგრამ ხომ არ უნდა დაბრმავდე“, – განაცხადა ირმა სოხაძემ.