„არ ვაპირებ იაგო ხვიჩიას წყლის პისტოლეტით წუწაობას პოლიტიკაში“ – თაკო ჩარკვიანი

ივლისი 20, 17:56
0
249

„მე არ ვაპირებ იაგო ხვიჩიას წყლის პისტოლეტით წუწაობას პოლიტიკაში. დღეს საქართველო-რუსეთის ომია. ვინ გითხრათ რომ 15 ლიდერი სჭირდება ოპოზიციას მოსაგებად? ისტორიას არ ეცნობით? 6 ნაღდი შეიძლება გამოგვყვეს მედიასთან და ხალხთან ერთად და მოგებული იქნება ბრძოლა“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„პრინციპული 6 ლიდერი ყელზე გადაუვა ქვეყანას. რას ეძებთ, 15 არაპრინციპულს და ბიძინასთან გარიგებულს? ჩემს გაერთიანებას მივმართავ, დღეს უკვე გამოიკვეთა ფსევდო სიტუაცია. ამიტომ ნუ გვეშინია ამ ყველაფრის ძალა ერთობაშია. ძალა არის ღირებულებების ქვეშ. თბილისის მერობის კანდიდატობისათვის კონკურენციაში მხარს დავუჭერ იმ კანდიდატს, ვისაც დასავლური ღირებულებები ექნება, ეს სასიკვდილო ბრძოლაა საქართველოსთვის.

ნიკა მელია ვფიქრობ, კარგი კანდიდატურაა, თუ ის უარს იტყვის სხვა იქნება პრობლემა არ არის.

გავერთიანდეთ ოპოზიცია, ვინც უკვე ნამდვილად ვიცით, რომ დასავლური ვექტორების მქონეა, გადავდოთ ამბიცია, დავთმოთ რაღაცები , ავირჩიოთ ჯანმრთელი ნორმალური მეურნე კაცი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.