არ შეიძლება გვყავდეს ცოცხალი ღმერთი სახელმწიფოში – კორძაია პატრიარქზე

ივნისი 8, 12:26
0
785

“ცუდია, როდესაც არ გვაქვს ფული, რომ ბავშვები დავაფინანსოთ მათ ოჯახებში, მაგრამ გვაქვს ფული საპატრიარქოსთვის ყოველწლიურად… ძალიან ბევრი უნდა ვიმსჯელოთ კონკორდატზე, რომელიც არის პრაქტიკულად ბომბი, თუ არ გვეყოლება სეკულარულად მოაზროვნე ხელისუფლება. […] ხისტი განცხადებაა, მაგრამ არ შეიძლება გვყავდეს ცოცხალი ღმერთი სახელმწიფოში, პატრიარქმა ჩემს თვალწინ ადამიანი რომ მოკლას, ვერ დავიჭერთ და არ შეიძლება ასეთი რაღაცები არსებობდეს სახელმწიფოში. ზღვარი ძალიან მოკლეა”,– განაცხადა სატელევიზიო ეთერში,  პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე.