„არ იჭერს, მამაო…“ – არჩილ მარშანიას ექსპერიმენტი (ვიდეო)

ივნისი 11, 16:00
0
123

ექიმი, არჩილ მარშანია, სოციალურ ქსელში, ვიდეოს ავრცელებს:

„მამაომ თქვა, აცრილი ადამიანები ბლუთუზს იჭერენო, მე რა უფლება მაქვს, ეჭვი შევიტანო მამაოს კომპეტენციაში და ინტელექტში, მაგრამ, თავადვე დააყოლა, თუ გნებავთ გადაამოწმეთო და მოდით, გადავამოწმოთ, ჩავრთოთ ბლუთუზი, გავააქტიუროთ აცრილი მხარე და დაველოდოთ…

არ იჭერს… არ იჭერს, მამაო…“ – ამბობს არჩილ მარშანია.
არჩილ გამზარდია ამ ვიდეოთი დეკანოზ ანტონ კიკნაველიძეს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ აცრასთან ერთად, ადამიანებს Buetooth-ი უაქტიურდებათ.