„არ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობა დალაგებული, ამიტომ ყველგან ელანდება მიშა და “ნაციონალური მოძრაობა“ – მამულაშვილი კობახიძეზე

ივნისი 6, 17:32
0
97

“კობახიძეს ყველგან ელანდება მიშა და “ნაციონალური მოძრაობა,” – განაცხადა “რუსთავი2”-თან  საუბრისას  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნონა მამულაშვილმა.

“ირაკლი კობახიძეს, როგორც გითხარით, არ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობა დალაგებული, ამიტომ, ამისთანა შეთქმულების თეორიები ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე – ყველგან ელანდება მიშა და “ნაციონალური მოძრაობა.” მათივე მთავრობის წარმომადგენელი იყო გახარია და მათივე დავალებებს ასრულებდა. ანუ, რა გამოდის – როცა გახარია მათი მთავრობის წარმომადგენელი იყო, მიშა სააკაშვილი აძლევდა მას დავალებებს?!” –  განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ამბობს, რომ თუ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას ხელისუფლება არ დააკავებდა, ოპოზიციური პარტია ალტერნატიული მთავრობის გამოცხადებას გეგმავდა; ამის შემდეგ კი, 19 თებერვალს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ოცნებამ” მოქმედ პრემიერს კიევიდან მიღებული ეს ინფორმაცია დაუმალა, რადგან ჰქონდა ეჭვი, რომ, შესაძლოა, გახარია ჩართული ყოფილიყო ამ გეგმაში.