ამოღებულია 2 ტონა ვირისა და ცხენის ხორცი, რომელიც სავარაუდოდ ტურისტებისთვის იყო განკუთვნილი

ივლისი 19, 23:38
0
768

საქართველოს საზღვაო კურორტებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 ტონა ვირისა და ცხენის ხორცი ამოიღეს.

ორი მიკროავტობუსი სურსათის უვნებლობის სამსახურმა იმ დროს გააჩერა, როდესაც კერძო პირებს ხორცი სამეგრელოდან აჭარის მიმართულებით გადაჰქონდათ.

არადეკლარირებული და კანონით აკრძალული ხორცპროდუქტი, სავარაუდოდ, ტურისტების გამოსაკვებად იყო გამზადებული.
არსებობს იმის ეჭვიც, რომ მოვაჭრეებს უკვე მკვდარი ცხოველების ხორციც გააქვთ სარეალიზაციოდ.
საქართველოს კანონმდებლობით, ვირისა და ცხენის ხორცის საკვებად რეალიზაცია დასჯადია. კანონის დამრღვევს კი 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.