ამდენი მოსამართლის, პატიმრის, პროკურორის, ადვოკატის, მოწმის სიცოცხლეს რატომ ვაყენებთ საფრთხის ქვეშ?! -მაია ნიკოლეიშვილი

ივლისი 19, 18:41
0
1017

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„არ შემიძლია, რომ არ დავწერო!!! კარგი, საბოტაჟს რომ აწყობს ოპოზიცია, ვიცით, ვხედავთ, გუშინაც ვნახეთ, პარლამენტში, მაგრამ!!! გაჭირვებულს ქვა აღმართში მოეწიაო!!! ასეა, სახელმწიფო სტრუქტურების საქმე: – სხვა ნორმალურ ქვეყნებში, თითქმის არსად პორტალით ვაქცინაციაზე დარეგისტრირება არ ხდება, აქ ხდება და სულ ჭედავს!!! და მაინც იმ პორტალით ხდება, რომელიც სულ ჭედავს და ვერ “ქაჩავს”!!!

ნუ, კარგი, გასწორდა, შემდეგ გაჭედვამდე… ჯანდაცვის სისტემის არ მიკვირს… – მაგრამ, ამ სასამართლოს რაღა დაემართა?! რაც პანდემია დაიწყო, ძალიან მოქნილი, დისტანციური დაკითხვის სისტემა ამუშავდა და ალბათ ამ დისტანციური დაკითხვების წყალობით, რამდენი მოსამართლის, პატიმრის, პროკურორის, ადვოკატის და მოწმის სიცოცხლე გადარჩა!

განსაკუთრებით დაიცვა ამ სწორმა გადაწყვეტილებამ სასჯელაღსრულების სისტემა, დახურული სისტემა, სადაც ერთის დასნებოვნება და ვირუსის გავრცელება კატასტროფის ტოლფასია. და ახლა, როცა მსოფლიოში მესამე ტალღა დაიწყო, როცა სპეციალისტები ლოკდაუნზე საუბრობენ, როცა უფრო საშიში და ბევრად უფრო კონტაგიოზური ინდური შტამი ცირკულირებს საქართველოში, სასამართლოში “გაფუჭდა”, ანუ არ მუშაობს დისტანციური დაკითხვის სისტემა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მოსამართლეები კატეგორიულად ითხოვენ მისვლას იმ სასამართლო სხდომის დარბაზებში (თბილისის საქალაქო სასამართლო), რომლებსაც არ აქვთ ფანჯრები, არ შედის პირდაპირი მზის სხივი, არ ნიავდება და ერთიანი ვენტილაციის სისტემით ცირკულირებს ჰაერი!!!!!!!!!!!!!!

აქ პატიმრების მიყვანა და დარბაზში აყვანამდე პატიმრებისთვის განკუთვნილ საკნებში, მათი ერთად მოთავსება რას გამოიწვევს ვხვდებით?!!!!!!!!

პატიმრებმა რომ კოვიდის საფრთხეების გამო უარი განაცხადონ სასამართლოში ფიზიკურად გამოსვლაზე, რა მოუვა საპატიმრო ვადებს?! აიძულებთ?! რა უფლებით?! იქ ხომ სიცოცხლის უფლება დგას სასწორის მეორე მხარეს!!!!

ვაქცინაციაზე საუბრობს ყველა და მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები ვერ უმკლავდებიან კოვიდის მესამე ტალღას. ჩვენ რითი ვფიქრობთ?!!!! – ამდენი მოსამართლის, პატიმრის, პროკურორის, ადვოკატის, მოწმის სიცოცხლეს რატომ ვაყენებთ საფრთხის ქვეშ?!!! ესეც ნაცების საბოტაჟია?!!!!!

ღიმილის მომგვრელია, საქმის კეთების ნაცვლად, ყველაფრის ერთმანეთზე გადაბრალება, მაგრამ, პრინციპში, არც გამიკვირდება, საუბედუროდ, იმდენად “გაგულავდა” ყველა მავნებელი ამ ვერდალაგებულ და კინკლაობას გადაყოლილი ქვეყანაში!!!!!!!!! აკეთეთ, რა, საქმე, გაუთავებელი კინკლაობის ნაცვლად!“