ამდენ რჩევას სხვა ქვეყნებს რომ ვაძლევდე, ჰონორარით სამ პორშეს ვიყიდდი – გიორგი ფხაკაძე

ივლისი 19, 18:34
0
172

საერთაშორისო ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა:

„პოლიტიკური ამბიცია მაქვს ნული – არც პრეზიდენტობა მინდა, არც მინისტრობა, არც პოლიტიკური პარტია, არაფერი… ვასწავლი არაერთ უნივერსიტეტში, საქართველოში და საზღვარგარეთ, ვარ მრჩეველი არაერთ კომიტეტში და ვარ ბედნიერი. ამდენ რჩევას სხვა ქვეყნებს რომ ვაძლევდე, ჰონორარით სამ პორშეს ვიყიდდი, საქართველოში კი მხოლოდ ლანძღვით მიხდიან… არა უშავს… მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და სიყვარულით ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ… მლანძღონ, ოღონდ გადავრჩეთ…

ვერც ეკონომიკა, ვერც ჯანდაცვა, ვერც სამედიცინო პერსონალი და მთლიანობაში ვერც ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ჩაკეტვას…ყველას ჯინაზე პროტესტის ნიშნად გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე… ასევე სხვებსაც მოუწოდეთ, გამოიყენონ პირბადე.

გააკეთეთ რუსთაველზე მიტინგი, კარგი… მერე?! ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი იქნება ის, რომ ყველანი დემონსტრაციულად გავიკეთოთ სამედიცინო პირბადე უნიათობის ჯინაზე. გავაკეთოთ ჩვენი მოძრაობა – ვატაროთ ფხაკაძის პირბადე.

კომპანიებს, სააფთიაქო ქსელებს კი მოგიწოდებთ, გთხოვთ, დაუწიეთ ფასი, გაყიდეთ სამედიცინო პირბადე 10 თეთრად – სხვა რამეზე იშოვეთ ფული. ხომ შეიძლება, ერთი პროდუქტი იყოს, როგორც სოციალური პროექტი… გთხოვთ… დავეხმაროთ ერთმანეთს… თუ ამას გააკეთებთ, გპირდებით, უამრავ უფასო რეკლამას გაგიკეთებთ…

ყველაფერი შესაძლებელია. დღეიდან ყველამ ვატაროთ სამედიცინო პირბადე. შევაჩეროთ ეს ვირუსი. მიყვარხართ, ჯანმრთელობას გისურვებთ, ყველაფერი კარგად იქნება!“